Friday, March 16, 2012

ნატურალური რიცხვის ყველა გამყოფის მოძებნა.

პროექტის სახელი:ნატურალური რიცხვის ყველა გამყოფის  მოძებნა.
პროექტის მოკლე აღწერა:თუ,გვსურს მოცემული ნატურალური რიცხვის  ყველა გამყოფი ვიპოვოთ.შეიძლება ეს გავაკეთოთ სინჯვისა და ამოწურვის  მეთოდით.დავადგინოთ რა რიცხვამდეა საკმარისი გამყოფების ამოწერა მოცემული რიცხვის ყველა გამყოფის საპოვნელად.
მიზანი:კანოონზომიერების აღმოჩენის, მისი ანალიზისა და დასაბუთების უნარის განვითარება, ფესვის თვისებების შემოქმედებითი გამოყენების უნარის განვითარება, გამოთვლებსა და გამოკვლევებში ზედმეტი ''ნაბიჯების'' თავიდან აცილება უნარის განვითარება.რიცხვთა თეორიის ერთი საინტერესო ფაქტის დასაბუთება.
პროექტის შესაძლო აქთივობები:გამყოფები წყვილებად ამოვწეროთ:გამყოფი და მოცემული რიცხვის მასზე განაყოფი,რომელიც თვითონაც მოცემულირიცხვის გამყოფიაამ ხერხის გამოყენებით ამოწურეთ მოცემული რიცხვების ყველა გამყოფი:ა)50,ბ)60,გ)64,დ)70,ე)80,ვ)81.შეადარეთ.ექვსივე რიცხვის გამყოფების მითითებული წესით ამოწერისა და განხილვის შემდეგ მოსწავლეები, ალბათ,შეამჩნევენ, რომ ყოველ წყვილში თუ ერთ–ერთი გამყოფი ნაკლებია  -ზე,მეორე მეტია –ზე.
მოსწავლეთა ასაკი:14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:ერთი კვირა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები:ფურცლები,კალმები.
დასაბუთება.ვთქვათ,n არის aრიცხვის რაიმე გამყოფი,მაშინ a\n–იც არის a-ს გამყოფი,
თუ n< ,     a/n>a/
დასკვნა.a რიცხვის ყველა გამყოფის საპოვნელად საკმარისია ამოვწეროთ a–ს ყველა გამყოფი,რომელიც არ აღემატება –ს.ამ რიცხვებზე a–ს გაყოფით მიიღება ყველა დანარჩენი გამყოფი.
საგნებთან კავშირი:.მათემატიკა.ისტ.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ავტორი:ფიქრია  პეტაშვილი

No comments:

Post a Comment